გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გიორგი ამილახვარი: შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება

20-03-2023

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შეთავაზებენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. 


„აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის,"- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.