გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აქცია ზუგდიდის ჰოსპიტალთან

30-11-2017

გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი ექიმს უყურადღებობასა და არასწორ დანიშნულებაში ადანაშაულებს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალთან შოთიკო ცირგაიას დედა, ნინო წურწუმია საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ნინო წურწუმია იმ ექიმის დასჯას ითხოვს, რომელიც მის შვილს მკურნალობდა.


მისი თქმით, ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვა, რამაც შოთიკო ცირგაიას გარდაცვალება გამოიწვია.


ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გამართეს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.


მათი ცნობით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბინაზე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ დამძიმდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ცირგაია რეფერირებისას გარდაიცვალა.


წყარო: "პია"