გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ

24-03-2023

დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ, განვითარებით მოვიგებთ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა ახალგაზრდამ.

 

„ღირსებით შევალთ ევროპაში. ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.