გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეთნულდზე უკრაინელი ტურისტის სამძებრო -სამაშველო სამუშაოები დღეს განახლდება

24-07-2018

თეთნულდზე უკრაინელი ტურისტის ევგენი ალექსანდროვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს განახლდება. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაციის გაჭიანურების მიზეზი უამინდობაა, რის გამოც სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი ტურისტამდე ამ დრომდე ვერ მივიდა. 
"ამდენი დღის განმავლობაში პროცესი გააჭიანურა სწორედ უამინდობამ. როგორც სინოპტიკოსები გვარწმუნებენ, მეტეოროლოგიური პირობები არსებობს, შესაბამისად სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება,"-განაცხადა ფეიქრიშვილმა. 
თეთნულდზე ტურისტი მეექვსე დღეა რაც გაუჩინარდა.