გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" - მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?

26-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ.

 

„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ - ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმეზე წერია. გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ... თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიაში გამართულ ცერემონიალზე დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ეს პრემია სააკაშვილს მიანიჭეს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.

 

პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.