გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი მოქმედებს

24-07-2018

საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ათენში გაჩენილი ხანძრის გამო ცხელი ხაზი მოქმედებს. 
ამის შესახებ საელჩომ განცხადება გაავრცელა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საელჩოს დაუკავშირდნენ, შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

„ქ. ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოყვანილი იქნა ხანძრის ზონიდან.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“- ნათქვამია განცხადებაში.
საბერძნეთში ტყის ხანძარს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.