გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოდან ატმის ექსპორტი ბოლო მონაცემებით 61%-ით გაიზარდა

24-07-2018

ბოლო, 23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 
ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (71.8%), სომხეთის რესპუბლიკაში (17.9%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.