გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალი შესაძლებლობები მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

30-03-2023

სტუდენტების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვისა და დასაქმების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მოაწერეს.


თანამშრომლობის ძირითადი მიზანიასააგენტოში თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებში უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალის ჩართვა.


თსუ სტუდენტებში მეწარმეობისა და ინვესტირების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, ასევე იგეგმება სააგენტოსა და მათი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელების საჯარო ლექცია-სემინარები.


მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს აქტიურ ჩართულობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებაში.