გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო თანდილაშვილი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა და სხვადასხვა სექტორული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

31-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბრიუსელში, საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობდა.


ნინო თანდილაშვილმა კონსულტაციები გამართა სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დირექტორატების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროგრესის შესახებ სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით არსებულ შედეგებზე.


ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ეროვნული კანონმდებლობისა და სისტემების ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.  დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების ვიზიტი საქართველოში მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.


საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ხელმძღვანელობდა.