გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: გუნდის დაშლის დიდი საფრთხე იყო

24-07-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში სხვა ფაქტორებთან ერთად იმიტომაც დაბრუნდა, რომ გუნდის დაშლის ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა.

ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების დროს ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლისა, და ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი გადაცემის ე.წ. პრომო-რგოლში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.