გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან ჭოტორლიშვილი: სალომე ზურაბაშვილის განცხადება, რომ დიქტატორი გამსახურდია დაამარცხეს დემოკრატიულმა ძალებმა ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, ზუსტად ჯდება საბჭოთა ქართული ინტელიგენციის ნომენკლატურული ნაწილის მსოფლმხედველობაში

31-03-2023

სალომე ზურაბაშვილის განცხადება, რომ დიქტატორი გამსახურდია დაამარცხეს დემოკრატიულმა ძალებმა, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, ზუსტად ჯდება საბჭოთა ქართული ინტელიგენციის ნომენკლატურული ნაწილის მსოფლმხედველობაში - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ლევან ჭოტორლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მაგალითით დასტურდება, რომ ერი უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო. შესაბამისად,

მისი განმარტებით, გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ იყო სალომე ზურაბიშვილის და პუტჩისტების მოსაზრებები თანხვედრაში 90-იან წლებში.

 

„სალომე ზურაბაშვილის განცხადება რომ დიქტატორი გამსახურდია დაამარცხეს დემოკრატიულმა ძალებმა ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, ზუსტად ჯდება საბჭოთა ქართული ინტელიგენციის ნომენკლატურული ნაწილის მსოფლმხედველობაში. საოცარია, ადამიანი ვინც დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში არის ზუსტად ისეთი როგორიც მისი თაობის და წრის წარმომადგენლები საქართველოში.

 

ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ, ერი არის უფრო მეტი ვიდრე სახელმწიფო და ეს უხილავი ეროვნული ქსოვილი აერთიანებს ვაკელ პუტჩისტებს ლევილის სათვისტომოსთან. მართალია სალომე ფრანგია და რუსული ენა არ იცის, მაგრამ მაინც ვაკელი პუტჩისტია. ვაკელ პუტჩისტს კი დღვენადელ დესტრუქციულ გოიმ ოპოზიციასთან მხოლოდ სიტუაციური კავშირი შეიძლება ჰქონდეს და არა ღირებულებითი.“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.