გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ჯო ბაიდენი: ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ

1-04-2023

ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.


„ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულს. ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობას, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


„დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს, რომლებიც არავის ავნებენ“, - განაცხადა მან.