გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ეკა სეფაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

4-04-2023

საქართველოს პარლამეტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა “ხალხის ძალის” წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად გამართულ შეხვედრაში, ეკა სეფაშვილი მონაწილეობს, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

 

შეხვედრაზე განიხილება გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები, შრომის ბაზრის განვითარების და სოციალური პოლიტიკის ახალი გამოწვევები. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ გარემოს დაცვის საკითხებზე. ყურადღება დაეთმობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შეხვედრაში, რომელიც 4-5 აპრილს, პარიზში ტარდება, 31 ქვეყნის 125 წარმომადგენელი მონაწილეობს.