გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნინო ფოჩხუა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე: მეტი როგორ უნდა დაგვამცირონ და გვითხრან, რომ კორუფცია არაფერ შუაშია - ვისჯებით იმის გამო, რომ არ ვასრულებთ მათ მითითებებს

6-04-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.


მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილებაში, დაასანქცირონ ოთხი მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე, კორუფცია არაფერ შუაშია და საქართველო იმის გამო ისჯება, რომ აშშ-ის მითითებეს არ ასრულებს. ამას ადასტურებს "NDI- საქართველოს" ყოფილი დირექტორის, ლორა თორნთონის განცხადება, რომელშიც ამ ფაქტს, მისასალმებელს უწოდებს.


„მეტი როგორ უნდა დაგვამცირონ და გვითხრან, რომ კორუფცია არაფერ შუაშია. ვისჯებით იმის გამო, რომ არ ვასრულებთ მათ მითითებებს! მორჩა და გათავდა!“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.