გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

25-07-2018

ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და კომპანია "საქნახშირთან" მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ. 
"საქნახშირი ჯი-აი-ჯის" გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ხვალ მათ მიერ არჩეულ კანდიდატს შახტის დირექტორად დანიშნავენ.  ჯაყელის თქმითვე,  მეშახტეები  თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აღარ ითხოვენ. 

"შახტის ხელმძღვანელად ხვალ მათ მიერ შერჩეული კანდიდატი დაინიშნება. ჩემი გადაყენება დღის წესრიგში აღარ დგას, მეშახტეებს ამისი მოთხოვნა აღარ აქვთ.  შახტში ხვალიდან ძირითადად უსაფრთხოების წესების დაცვასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას შევუდგებით"-განაცხადა ჯაყელმა.