გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ალტერნატიულ ფართში შეასახლებენ

25-07-2018

სადგურის დასახლებაში ივ. მიჩურინის ქუჩაზე მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დღეს ჩამოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს.  ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს - სამსახური ავრცელებს.

პრეს სამსახურის ინფორმაციით, დასკვნების მიღებამდე, სამუშაო ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, ივ. მიჩურინის ქუჩის 12, 14 და 16 ნომრებში მცხოვრები ოჯახები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში იცხოვრებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სადგურის დასახლებაში პრობლემები შეუქმნა რამოდენიმე ოჯახს. მთის ფერდობიდან წამოსულმა მიწამ შენობების სახურავები დააზიანა და საფრთხე შეუქმნა იქ მაცხოვრებლებს.

qartli.ge