გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში, ქალაქის მთავარ სასაფლაოზე მისასვლელ ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო

6-04-2023

კასპში, ქალაქის მთავარ სასაფლაოზე მისასვლელ გურამიშვილის ქუჩაზე, შპს „ქვენიფლენმა“ ასფალტის პირველი ფენა დააგო.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

როგორც მერმა აღნიშნა, ქუჩაზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები გადაადგილებისას პრობლემას ქმნიდა.

 

„ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა, მერიამ თხოვნა გაითვალისწინა და მალე გურამიშვილის ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.