გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

26-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხუთი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პოსტი დატოვეს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა.
„დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები და ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში უახლოს დღეებში ჩვენ წარვადგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებლებს“- განაცხადა ბახტაძემ.