გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

16-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.


გიორგი ამილახვარი: „ქრისტეს აღდგომას გილოცავთ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობთ.


განსაკუთრებით მსურს, მივულოცო მაცხოვრის აღდგომა ძვირფას მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს.


ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის გამორჩეული დღესასწაულია – ეს დღე გახლავთ მარადიული სიცოცხლის, სიხარულისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს.


კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“