გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველმა სამართალდამცავებმა კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლეს

17-04-2023

BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.


„ყოფილი ხელისუფლების მიერ ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულებულა ეს ისტორია. ისინი შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პენსიონერებს და ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია.  ჩვენ მაქსიმუმს  გავაკეთებთ, რომ სამართალდამცავებს გვერდში დავუდგეთ. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით.


გასარკვევია, სამართლებრივად როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,  ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.