გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ

19-04-2023

მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით მეორედ ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით გამართულ 50-ზე მეტ ტრენინგს 1,000-ზე მეტი მეფუტკრე დაესწრო.

 

სწავლება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მიერ  შერჩეულმა  17-მა  მეფუტკრე ტრენერმა ჩაატარა.

 

ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების შესახებ. მეფუტკრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საფუტკრეების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციისა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.