გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზაალ ანჯაფარიძე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებაზე: ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც

19-04-2023

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში”.

 

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

 

 “ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც. ისე, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.