გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21-04-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, დაახლოებით, 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მაღალი რანგის სამხედრო პირები კიდევ ერთხელ შეკრიბა.


„შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ დაადასტურა.


რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.