გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების და გამწვანების ღონისძიებები გაიმართა

23-04-2023

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.

კასპის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების და გამწვანების ღონისძიებები.

 

დასუფთავების აქცია ამჯერად ისტორიული ძეგლების მიმდებარედ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ჩაერთნენ. დასუფთავდა მაღალაანთ კოშკების მისასვლელი და მიმდებარე ტერიტორია.

 

ღონისძიებები გაიმართა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. პატარებმა ასფალტზე ხატვის კონკურსი გამართეს, ეზოში ყვავილები და ხეები დარგეს.

22 აპრილი, დედამიწის დღე ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით.