გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავის მერი სახალხო დღესასწაულს ,,დმანისობა 2018''-ს დაესწრო

27-07-2018

რუსთავის მერი, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს დაესწრო.

ირაკლი ტაბაღუამ დმანისელებს დმანისობა მიულოცა და მუნიციპალიტეტის მერს, საჩუქრად რუსთავის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1230 წლით დათარიღებული, რუსუდან დედოფლის მონეტის ასლი გადასცა.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან მიწვეულ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო’’.

ღონისძიების ფარგლებში საკუთარი კუთხე წარმოადგინა რუსთავის მერიამ, სადაც რუსთაველ ხელოვანთა ნამუშევრები გამოიფინა.