გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს: ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ

26-04-2023

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.


როგორც ქამადაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ ხაბეიშვილი იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ის „უკანასკნელი მატყუარა“ იქნება.


 „Levan Khabeishvili, ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ. თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლო ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით) იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ. დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პაარტიას აგინებდნენ)!“ - წერს მირდატ ქამადაძე Facebook-ზე.