გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

26-04-2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 42 040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.