გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

27-04-2023

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე.


განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.


შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ. დავით გამყრელიძე, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.