გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს 15:13 31.07.2018

31-07-2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ხვალ, 1-ელ ივლისს 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, რეფორმებთან, მიმდინარე მოვლენებთან, გარემოს დაცვასთან, საპრეზიდენტო არჩევებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის შედეგები სრულად, პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით, გამოქვეყნდება 1-ელ აგვისტოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 1-ელ აგვისტოს 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“.