გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიაზე: ვის გაემიჯნებიან? სწორედ მათი მეშვეობით და მხარდაჭერით ხდებოდა დანაშაულები ციხეებში, იცვლებოდა უკანონოდ კონსტიტუცია, შეუვარდნენ „იმედს“ და ა.შ.

1-05-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებზე, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია, კერძოდ კი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არ იცვლებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თითქოს ემიჯნებიან ოპოზიციას, მათ იმნაირადვე უნდა აგონ პასუხი „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, როგორც სხვებმა.


„ბოკერიას მეუღლე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი როგორი სიტყვებით ლანძღვას ოპოზიციურ სპექტრს, თითქოს ემიჯნებიან მათ სამართლიანობის, დემოკრატიის, განვითარების მოტივით, მაგრამ ვის გაემიჯნებიან? სწორედ მათი მეშვეობით და მხარდაჭერით ხდებოდა დანაშაულები ციხეებში, იცვლებოდა უკანონოდ კონსტიტუცია, შეუვარდნენ „იმედს“ და ა.შ. ბერძენიშვილები და ნათელაშვილი, რომლებიც დღეს ამ რადიკალების მხარდამჭერები არიან, პირდაპირ რუსების აგენტებად მონათლეს. ნანახი გვაქვს ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ და ვიცით, რას უწოდებდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ესენი არ იცვლებიან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.