| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
3-05-2023
დღეს პირველად, გონიოს ციხის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის’’ მე-5 კლასის უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის (პედაგოგი- ნათია ხინიკაძე) შემეცნებითი გაკვეთილი - დასვენება და გართობა ძველ რომში - ,,Leisure activities and entertainment in Ancient Rome” ინგლისურ ენაზე გაიმართა.
ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
მოსწავლეები ძველ რომაულ სამაგიდო თამაშს "TERNI LAPILLI" გაეცნენ, რომლის სათამაშო ქვები თავად დაამზადეს და შემდგომ ინტერესითა და ხალისით ითამაშეს.
გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.