| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
3-05-2023
„IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა.
„ალთა-ბალთა კვლევები გრძელდება. IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი (5% უბოძეს, ესეც გაბერილი მაჩვენებელია).
ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული IRI შედარებით გულუხვი იყო ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის პარტიისადმი, 14% დაუწერეს.
ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. NDI-მ 20% გაიმეტა, IRI-მ - 19%. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში ფარსია, არასანდოა. მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია“-წერს გია აბაშიძე.