გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სუსი სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკებს შეისწავლის

1-08-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკების შესაწვლას იწყებს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მუნიციპალიტეტების სიმბოლიკების შესწავლის მიზნით, წერილობით მიმართა. მიღებული წერილის შინაარსზე ახალციხის მერიაში არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პასუხს უკვე ამზადებენ.

2011 წლის კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს კრძალავს.

აკრძალვის მიუხედავად კი საბჭოთა ძეგლები და ტოტალიტარული სიმბოლიკა, სამცხე–ჯავახეთის სოფლებში, დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 27 წლის შემდეგაც გვხვდება.