გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში (State ISN): მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში

6-05-2023

"მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება", - აღნიშნულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.


ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.


როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას.


"ეს ფაქტი გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებებს, დაეხმარება აკრძალული და მასობრივი განადგურების იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთაში", - აღნიშნულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.