გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის  ფაქტი გამოვლინდა

2-08-2018



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი  პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში,  4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში,   3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  25 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.