გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

8-05-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰელენა კარეირასს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.


ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.


მთავრობის მეთაურმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.


შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.