გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნება

3-08-2018

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა 3 ოქტომბერს გაიხსნება. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს იქნება გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის ქარხანა, რომელშიც გათვალისინებულია შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა, სამუშაო ინსტრუქციებს კი თავად გერმანული მხარისგან მიიღებენ. ინფორმაციას BFM-ი ავრცელებს.

„ეს ქარხანა ბევრ რამეს შეცვლის, როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური კუთხით. ქარხანაში იქნება დახურული ციკლი და დაბინძურებული წყალი მდინარე ყვირილაში არ მოხვდება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ქარხნის მშენებლობაში 22 მილიონი დოლარი დაიხარჯება.



imedinews