გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ComCom-მა "რუსთავი 2" ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

11-05-2023

კომუნიკაციების კომისიამ "რუსთავი 2" ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის დააჯარიმა. 2023 წლის აპრილში, ComCom-ის მიერ ჩატარდა მაუწყებლის მონიტორინგი, რომლის შედეგად, გადაცემებში "დილა მშვიდობისა საქართველო", "შუადღე" და "პაატა გულიაშვილის შოუ", პროდუქტის განთავსებისა და სპონსორობის წესის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, დაირღვა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებას, სარეკლამო ტექსტებით პროგრამის შინაარსზე გავლენის მოხდენას და სპონსორობისას პროდუქტის შეძენის, მიწოდებისა თუ მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას კრძალავს.


ვინაიდან "რუსთავი 2"-ის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაფიქსირებულია პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა, რის გამოც ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, კანონდარღვევის განმეორებისთვის ტელევიზია 2500 ლარით დაჯარიმდა.