გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მინიმუმ, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც ცდილობდა, ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა - იონათამიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

13-05-2023

დეპუტატი რატი იონათამიშვილი ეხმაურება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.


როგორც რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ცდილობდა, საქართველო ამ საქმის ირგვლივ უარყოფითად წარმოეჩინა.


„დღეს, ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე. პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე უკვე მეორედ წააგო სტრასბურგში, რასაც სამართლებრივ შედეგებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და მორალური შედეგები. სააკაშვილის პატიმრობის დღიდან არაერთი უსაფუძვლო აგრესია, ზიზღის კამპანია და ცილისწამება ვიხილეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების, არამედ მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვისი ვერდიქტიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა. ვფიქრობ, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და პირადად იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ვინც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რეპუტაციას და ღირსებას იცავდა," - წერს იონათამიშვილი.