გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლმა აქცია დაგეგმა

6-08-2018

საკონსტიტუციო სასამართლოსთან კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, ბათუმის ეპარქიის მრევლი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. აქცია 6 აგვისტოს 16:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

„ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას კანაფის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც  კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.



imedinews