გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პარლამენტის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა

15-05-2023

კასპის ტექნო პარკში, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის წევრი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ და გააცნო საბჭოს მთავარი ფუნქციები.


როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა მნიშვნელოვანია გენდერული ცნობიერების ამაღლება სკოლის ასაკიდან დაიწყოს, რათა ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი ჩამოყალიბება და ფორმირება.

 

შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ონლაინ განათლებასა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.