გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორთან ავტოავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

6-08-2018

ქალაქ გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.


შემთხვევა გუშინ ღამით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორის შესასვლელთან მოხდა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძღოლს შემთხევის ადგილი არ მიუტოვებია. მან თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო ("ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



sputnik-georgia