გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სპეციალური სადგურების განთავსება დაიწყო

18-05-2023

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა. დასავლეთ საქართველოში კი, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მონტაჟდება სპეციალური სადგურები. ამ დროისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში უკვე განთავსებულია 5685 სადგური.


მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, მზიანი ამინდების პარალელურად, დაიწყება წამლობები. ჩატარდება წერტილოვანი წამლობა უკვე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები.


უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.


საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები; რეგულარულად იმართება საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.