გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

19-05-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანიდან მაღალი რეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა.

 

პრესტურის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლები თბილისს, წინანდალს, სიღნაღს, ვარძიას, ახალციხეს ეწვივნენ. 

 

ტურის ფარგლებში  პრესის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის ტურისტულად საინტერესო ადგილები მოინახულეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, კულტურულ ძეგლებს,  სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს.

 

მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოპულარული ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მეზობელ ქვეყანაში და აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა.