გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჭყონიას ბავშვები და ოჯახები ისე ადარდებს, როგორც ოკუპაცია, განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა „ლიწინით“ შედის რუსეთში - ზურაბ ქადაგიძე

19-05-2023

„ცრუ ინფორმაციას და ციფრებით სპეკულაციას რომ თავი დავანებოთ გააკეთონ სოციალური აქცია, დააპურონ ოჯახები თუ ასე გული შესტკივათ,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „მაკდონალდსის“ მიერ გაკრულ ბანერებთან დაკავშირებით.


ქადაგიძის თქმით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე იყიდება.


„ცრუ ინფორმაციას და ციფრებით სპეკულაციას რომ თავი დავანებოთ, გააკეთონ სოციალური აქცია, დააპურონ ოჯახები თუ ასე გული შესტკივათ, რა არ გეყოფათ რესურსი? ეს ხომ იცით, რომელი კომპანიაა? მორჩენილ საკვებს რომ ნაგავში ყრიან ვარგისიანობის მიუხედავად. ჭყონიას ბავშვები და ოჯახები ისე ადარდებს, როგორც ოკუპაცია. განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგაა და ქართული კოკა-კოლა „ლიწინით“ შედის რუსეთში. მაკდონალდს საქართველო აბა ერთი ჭყონიას ხელი ამოაყოლეთ და გვითხარით, როდიდან გახდით პოლიტიკური სპეკულანტები?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.