გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დავით ქართველიშვილი: რა უნდა ქნა, თუ კი ნამუსგამოცლილი, გენმოდიფიცირებული, ტოტალური სიცრუით ინფიცირებული და ქართველმოძულეობით ვაქცინირებული არსება ხარ? დიახ. ორი წლისწინანდელი ამბის მოდელირება უნდა მოახდინო

19-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორი წლის წინანდელი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება, რომელშიც თვითმფრინავში ბორტგამცილებლის ცეკვა არის ასახული.

 

ქართველიშვილის თქმით, იმ ადამიანების საქციელი, ვინც ორი წლის წინანდელი ვიდეო გაასაღა, როგორც დღეს მოსკოვი - თბილისის ავიარეისზე გადაღებული, არის გულისამრევი.

 

„2021 წლის 27 მარტს "კიევი-თბილისის" რეისის ბორტგამცილებელმა იცეკვა. რა უნდა ქნა, თუ კი ნამუსგამოცლილი, გენმოდიფიცირებული, ტოტალური სიცრუით ინფიცირებული და ქართველმოძულეობით ვაქცინირებული არსება ხარ? დიახ. ორი წლისწინანდელი ამბის მოდელირება უნდა მოახდინო დღევანდელ "მოსკოვი-თბილისის" რეისზე. ეს გულისამრევიც კი არ არის.

 

ეს იწვევს ბუნებრივ ზიზღს და მდგრად სურვილს - ამ უმგავსოებისაგან რაც შეიძლება შორს იყო. თუნდაც 11 კილომეტრის სიმაღლეზე. ნებისმიერი რეისის შესრულებისას. რომ ასევე იცეკვო სიხარულისგან, რომ ორიოდე საათით მაინც ამ არარაობებთან ერთ მიწას არ ტკეპნი..“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.