გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20-05-2023

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად აღნიშნულ სასტუმროში რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის შვილის ოჯახი საქორწილო ღონისძიებას მართავს.


„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავთ:

„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.