გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოხუმის თეატრის წინ სროლის გამო მილიციის თანამშრომელი გაათავისუფლეს

6-11-2017

სამსახურებრივი დისციპლინის უგულებელყოფისთვის, რაც სატაბელო იარაღის შენახვის და გამოყენების წესების უხეშ დარღვევაში გამოიხატა, მილიციის უმცროსი ლეიტენანტი ინალ ოტირბა დე ფაქტო აფხაზეთის „მილიციის შესახებ კანონის“ თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან გაირიცხა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამსახურებრივი შემოწმებისას დადგინდა, რომ ინალ ოტირბამ, რომელიც ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით, 11:30 საათზე, სოხუმის დრამატული თეატრის შენობის წინ ტაბელური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ის იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

ამავე ცნობით, დისციპლინური ზომები, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელების მიმართაც გატარდება.


წყარო: რადიო "ათინათი"