| « დეკემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
21-05-2023
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს; გლდანის პარტიულ ორგანიზაციას - კოტე ზარნაძე;მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას - დავით კირკიტაძე; კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.
პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.