გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

22-05-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ.N10-ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

რეაბილიტაცია უტარდება შენობის ფასადს. მოწესრიგდება შუშაბანდი, შეიცვლება ვიტრაჟები, აღდგება ღობის დაზიანებული ნაწილი, ძველი ჭიშკარი შეიცვლება ახლით.


აღნიშნული შენობა ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია.იგი გამოირჩევა მონუმენტურობით და ქვის ფაქტურის მქონე რუხი ქვის ფასადით, რომელიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ავთენტურობას.


რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე რუსთაველის ქ.N31-ში არსებული ძეგლის, რომლის პროექტი ითვალისწინებს სახურავის შეცვლას.


აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის დაიხარჯება: 622 000 ლარი.